შპს კავკასია 2007 — ლოგო

ჩვენს შესახებ

შპს კავკასია 2007-ის საწარმო ქუთაისში

შპს კავკასია 2007 შეიქმნა 2007 წლის 15 იანვარს. იურიდიული მისამართი — ქ. ქუთაისი, სულხან საბას 10. საწარმო სპეციფიკით მეტალურგიული პროფილისაა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფოლადის, თუჯის და ფერადი ლითონების ჩამოსხმა და მათი მექანიკური დამუშავება.

ჩვენ გაგვაჩნია ქვეყნის შიდა ბაზარზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება. ამასთანავე, საწარმო ეწევა სხვადასხვა მართლზომიერ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობების არეალი: გამდნარი (თხევადი) ლითონის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა 1100 კგ-ია, დასამზადებელი დეტალების წონითი კატეგორიები 1 კგ-დან 1000 კგ-მდეა. ღუმელის ტევადობის გათვალისწინებით შესაძლებელია 1500 მმ-მდე მაქსიმალური გაბარიტის სხმულების წარმოება. საშუალო თვიური გამოშვება 80–100 ტონაა.

1100 კგ

გამდნარი ლითონის მაქსიმალური ოდენობა

1–1000 კგ

დასამზადებელი დეტალების წონითი კატეგორია

1500 მმ

სხმულის მაქსიმალური გაბარიტი

80–100 ტ

საშუალო თვიური გამოშვება